,,თუ ვინმე ჩემს ფბ მეგობრებში შემთხვევით ხართ ელისაშვილის მხარდამჭერი ან მისი მეხოტბე – დამტოვეთ – თხოვნა მაქვს ან მე დაგემშვიდობებით,” – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
“მეტრონომი” ეკე ბესელიას “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
,,თუ ვინმე ჩემს ფბ მეგობრებში შემთხვევით ხართ ელისაშვილის მხარდამჭერი ან მისი მეხოტბე – დამტოვეთ – თხოვნა მაქვს ან მე დაგემშვიდობებით.
ჩემთვის ეს ადამიანი წითელი ხაზია!
დავალებებს ასრულებდა მაშინაც, როცა უსამართლოდ მესხმოდა თავს და საშინელ ცილისწამებას იგონებდა, ( სხვათაშორის სასამართლო დავით დავუმტკიცე რომ ცილისმწამებელია) ახლაც იყიდეს, როდესაც მანდატის გამო ყველაფერს კადრულობს.
ჩემს ფბ მეგობრებში თუ ვინმეს ელისაშვილი მოგწონთ, ძალიან გთხოვთ გამეცანით და დაწერეთ”, – წერს ეკა ბესელია ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე.