საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.
პრემიერი “ტვიტერზე” გამოქვეყნებული მილოცვის წერილში დასძენს, რომ საქართველო მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს.
„ჯო ბაიდენს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტობას. მადლიერი ვართ, აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში წლების განმავლობაში თქვენი წამყვანი როლისთვის. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს და მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.
შეგახსენებთ, დღეს, ჯო ბაიდენი აშშ პრეზიდენტად ოფიციალურად აირჩიეს.