ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მომავალი თაობა დაღუპეს, გააზარმაცეს, ჯანმრთელობა შეურყიეს” – რატომ აკრიკტიკებს ხატია სიჭინავა განათლების სისტემას

ჟურნალისტი, ხატია სიჭნავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც განათლების მინისტრის აკრიტიკებს.

სიჭინავა აღნიშნულ პოსტში ონლაინ გაკვეთილების საკითხზე ამახვილებს ყურადრებას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ონლაინ სწავლა არის ფსკერი! მომავალი თაობა დაღუპეს, გააზარმაცეს, ჯანმრთელობა შეურყიეს მთელი დღე ეკრანთან ჯდომით, გახადეს სოციოპათები უკონტაქტობით, ჩამოშალეს სრულიად განათლების სისტემა!

განათლების მინისტრი სანამ ბიძინა ივანიშვილზე ლექსებს კითხულობს, ბავშვების მომავალი სულ უფრო და უფრო იკარგება. ზოგიერთი დედა ისე დააშინეს, ჯანრთელობის დაცვის მიზნით, ფაქტობრივად ანადგურებენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობას და ფსიქიკას. ამათ აწყობთ ჩლუნგი და ადვილად სამართავი თაობა, მე არ მაწყობს ვუყურო საკუთარი შვილების დაკარგულ მომავალს! გაუნათლებელი მინისტრები სათანადო გადაწყვეტილებებს იღებენ, სანამ საქართველოს გამოხრით არიან დაკავებულები, ჩვენი შვილების მომავალს ისევ ჩვენ, დედებმა უნდა ვუშველოთ! ყველა დედა არ მყავს მხედველობაში“! – წერს სიჭინავა.

იტვირთბა....