ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვემიჯნებით ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას” – გიორგი ვაშაძე

“მზად ვართ ოპოზიციის შიგნით მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ ნებისმიერ განსხვავებულ წინადადებაზე, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს,” – ამის შესახეაბ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, როგორც ვაშაძე თავის პოსტში ამბობს, აღნიშნული პარტია ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას ემიჯნება.

“სტრატეგია აღმაშენებელი” თვლის, რომ ელჩების ფასილიტაციით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში
ჩვენს მიერ პოზიციების ცვლილება და ახალ ალტერნატივებზე საჯაროდ მსჯელობა აღიქმება უკან დახევად, რაც ცრუ ილუზიას უქმნის ხელისუფლებას, რომ მზად ვართ ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე კომპრომისებისთვის.

ამასთან, მზად ვართ ოპოზიციის შიგნით მოვისმინოთ და ვიმსჯელოთ ნებისმიერ განსხვავებულ წინადადებაზე, რომელიც ეხება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დავინახავთ ხელისუფლების მზაობას რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.

“სტრატეგია აღმაშენებელი” ემიჯნება ოპოზიციის შიგნით პიროვნულ გარჩევებსა და კინკლაობას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი დაპირისპირება საზოგადოებაში აღრმავებს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს.” – წერს ვაშაძე.

იტვირთბა....