მთავარი ციტატა

“მიყვარხარ, ჯილი!” – ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში მისვლის შემდეგ ცოლს ტვიტი მიუძღვნა

“მიყვარხარ, ჯილი! და ვარ ძალიან მადლობელი, რომ ჩემთან ერთად იქნები იმ მოგზაურობაში, რომლიც გველის!“

ჯო ბაიდენმა – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი

ამის შესახებ მან კაპიტოლიუმში ინაუგურაციაზე მისვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა. 

შეგახსენებთ, დღეს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება. თბილისის დროით 21:00 საათზე ჯო ბაიდენს ფიცს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჯონ რობერტსი დაადებინებს, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

წლევანდელი ინაუგურაციის ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება და მას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

იტვირთბა....