“ოცნებამ” უმთავრეს ამოცანად ტირანიის დამარცხება და სამართლიანობის აღდგენა გამოაცხადა. სააკაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებდა, რამდენი ადამიანი მოკლეს, აწამეს და გააუბედურეს! ივანიშვილმა შეუძლებელი შეძლო და მოძალადე მმართველობა ქვეყანას ჩამოაშორა, სამართლიანობაც აღადგინეს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანეს საქმე.”
ლევან მამალაძე – ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი
ამის შესახებ მან “კვირის პალიტრასტან” ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე 2003 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. ის სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვის გაასამართლეს. ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ, მაშინ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.