“არასწორი ვაქცინაციის პროცესმა ვითარება ბევრად უფრო საშიში შეიძლება გახადოს,” – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქით” გავრცელებულ ვიდეომიმრთვაში განაცხადა.
ფხაკაძის განმარტებით, სჯობს ვაქცინაციის დაწყების პროცეს მომზადებულები შევხვდეთ.
„ისე იძახიან საქართველოში ვაქცინას არ გავიკეთებთო, თითქოს უკვე იყოს. ვაქცინა უნდა იყოს კარგი, სხვა შემთხვევაში ჯობია საერთოდ მის გარეშე იყოთ. არასწორი ვაქცინაციის პროცესი უფრო საშიშია, ვიდრე სხვა რამე. ჯობია მოვემზადოთ და მომზადებული შევხვდეთ პროცესს,” – განაცხადა ფხაკაძემ.
ამასთან, გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის გეგმაზეც საუბრობს და ამბობს, რომ „კაცმა არ იცის როგორია“.
„მე გეუბნებით საქართველოში არავინ იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ვაქცინა შემოვა და როდის. ეს არის რეალური ინფორმაცია. იმიტომ რომ ეს საკითხი წყდება არა თბილისში, არამედ ეს საკითხი წყდება ჟენევაში. როცა „ნამცეცები“ დარჩება, იმ „ნამცეცებს“ გადმოისვრიან. თუ ვიღაცამ, 10 000 დოზა ვაქცინა შემოიტანა, ეს ვაქცინაციის პროგრამა არ არის. ეს უფრო დიდ ზარალს შემოიტანს ვიდრე შედეგს“, – აღნიშნა ფხაკაძემ.