აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა დიდი რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს. ექიმის თქმით, ეს მოსაზრება მცდარია და ზედმეტად ბევრი სითხის მიღება ორგანიზმისთვის არამიზანშეწონილია. ამის შესახებ „დღის კურიერს” განუცხადა.
„არ ვიცი ეს აზრი საიდან მოვიდა, პირიქით ზედმეტი წყლის მიღება დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი. არ არის რეკომენდირებული ძალიან დიდი რაოდენობით წყლის მიღება დაავადების, განსაკუთრებით კი ავადმყოფობის პიკის დროს. იმიტომ რომ ეს იწვევს გადატვირთვას. რთულად რომ არ ვისაუბროთ არ არის სასურველი, პირიქით არანაირად ზედმეტი სითხე არ მიიღოთ.
საჭიროა სუნთქვითი ვარჯიშები და ამავე დროს, 3 თვის განმავლობაში, კარგი იქნება, თუ გაიკეთებენ კვლევებს, შემდეგი რეკომენდაციებსაც ექიმი ამ კვლევებიდან გამომდინარე მისცემს“, – განაცხადა დავით გადელიამ.