ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის PCR ტესტის ჩატარება სავალდებულო ხდება

A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლების ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირება იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერტმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

“ვირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით რისკ ჯგუფების დადგენა მუდმივად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთ რისკ ჯგუფს თბილისის ტაქსის მძღოლები მიეკუთვნებიან. როგორც A ასევე B კატეგორიის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები, გავუფრთხილდეთ ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლის უსაფრთხოებას როგორც თვითონ ტაქსის მძღოლების, ასევე იმ კონკრეტული ადამიანების, ვინც ამ სერვისით სარგებლობს.

შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის ტაქსის მძღოლების სავალდებულო პსრ ტესტირება უნდა განხორციელდეს. გვაქვს სამწუხარო ფაქტი, როცა ტაქსის მძღოლები აგრძელებდნენ მუშაობს მაშინ, როცა ისინი დაინფიცირებულები იყვნენ. მგონია, რომ მათ არ იცოდნენ ამის შესახებ, რადგნა მათ შემთხვევაში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული პრობლემა მაინც არის. ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ სერიოზული რისკის ქვეშ არიან, ამიტომ მაქსიმალურად რომ ვიყოთ დაზღვეულები, დავაზღვიოთ როგორც ტაქსის მძღოლები, ასევე ამ სერვისით მოსარგებლე მოქალაქეები, მნიშვნელოვანია ტაქსის მძღოლების პსრ ტესტირება, ორ კვირაში ერთხელ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 93  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 236 922 გამოჯანმრთელდა, 2 987 კი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....