ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბერძნეთში ქართველი “კანონიერი ქურდი” გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი  „კანონიერი ქურდი“ რევაზ კახმაზოვი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა, თუმცა არსებობს ვარაუდიც, რომ ის მოკლეს და კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა.

46 წლის რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის“ სახელით იცნობდნენ. ის  აკონტროლებდა ე.წ. „ობშიაკის“ დიდ ნაწილს და ქურდულ სამყაროში ბევრი მტერიც ჰყავდა.

რუსეთში რევაზ კახმაზოვის მიმართ ახალი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ დაიწყო.

მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედებოდა ბრალად.

რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, კახმაზოვმა რუსეთის არაერთ ციხეში გაავრცელა საკუთარი გავლენა, დანიშნა ე.წ. მაყურებლები და სისტემატიურად ახდენდა პატიმრებისგან ფულის გამოძალვას.

იტვირთბა....