“ყველა ოპოზიციონერი, რომელიც წართმეულ და ჩხარტიშვილისთვის გადაცემულ რ2ში დადის, ძაან მიქარავს. და ყველაფერი იმის ღირსია, რაც იქ დაემართათ უკლებლივ ყველას” – ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია “ღამის კურიერის” ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურება.
“ნახევარი წელია, ოპოზიციის შედუღაბებას ვცდილობთ. ამ დროს, ჩვენთან მოსვლა სულ პრობლემაა: ხან დრო არ აქვთ, ხან ჩაერთვება. უცებ, გაიხედავ და სტუდიაში ზის კივილ-წივილში გახვეული, შოუებში, სადაც მიზანი ჩხუბი და დაპირისპირებაა და ჩვენი თვეების შრომის – გაერთიანების წყალში ჩაყრა. ყველა ასეთი გადაცემა, ჩემი მოკრძალებული აზრით, ივანიშვილის საქმეს აკეთებს. არ ვიცი ნებსით, არ ვიცი უნებლიედ.
ხოდა, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენს მიმართ დამოკიდებულებას გადავხედოთ”, – წერს ნიკა გვარამია.