ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი მსოფლიოს მინიმუმ 60 ქვეყანაშია დაფიქსირებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამი სულ მცირე 60 ქვეყანაშია აღმოჩენილი.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ შტამს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღემდე ის მსოფლიოს 23 ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულშია აღმოჩენილი.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი შტამები დღემდე ცნობილ სახეობებთან შედარებით უფრო გადამდებია, თუმცა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ისინი ლეტალობის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევენ.

ცნობისათვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა, აქედან გამოჯანმრთელებულია 69 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი 2 მილიონზე მეტია.

იტვირთბა....