ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

13 წლის გოგონა წუხელ აივნიდან გადავარდა – როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

რუსთავში მოზარდი აივნიდან გადმოვარდა. XIX მიკრორაიონში, 13 წლის გოგონა საკუთარ ბინაში, მესამე სართულზე აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა და აივნიდან გადმოვარდა. ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

მოზარდი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ამ დროისთვის პაციენტი თბილისში, იაშვილის კლინიკაშია. როგორც “ინფო რუსთავს” კლინიკა რუსთავში განუცხადეს, გოგონა სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას გონზე იყო, მას მრავალი მოტეხილობა აღენიშნებოდა.

იტვირთბა....