ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ფოტო) “მშვიდ ძილს არ გაღირსებთ სანამ მკვლელებს არ დაიჭერთ” – რა მიმოწერას აქვეყნებს ბაჩალიაშვილის დედა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა ტეონა თამაზაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით თამარისა და მისი მეგობარი გოგოს პირადი მიმოწერის სქრინებს ასაჯაროვებს.

თეონა თამაზაშვილი აღნიშნულ ფოტომასალას თან წარწერას ურთავს, სადაც საქართველოს პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

“პროკურატურის განცხადებით ადამიანი, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს, ასეთი სქრინების ფალსიფიკაციას მოახდენდა ირაკლი შოთაძე? ეს გოგონა არის ოჯახის ძალადობის და პროკურატურიდან მუქარის და შანტაჟის მსხვერპლი. ეს ნაწილია იმ ინფორმაციის და მოწმეების, რომლებიც დაასრულებენ თვალში ნაცრის ყრას, თქვენ ხართ მკვლელების მფარველები.დააბრუნეთ საქმე გამოძიებაში და გადმოგვეცით მასალები. მშვიდ ძილს არ გაღირსებთ სანამ მკვლელებს არ დაიჭერთ.” – წერს გარდაცვლილი პროგრამისტის დედა.

იტვირთბა....