უცხოური მედია წერს, რომ ორეგონის შტატში პოლიცია ეძებს მამაკაცს, რომელმაც მაღაზიის შესასვლელთან, კერძოდ პარკინგზე მდგარი მანქანა გაიტაცა.
როგორც მედია წერს, მას შემდეგ როცა მანქანის გამტაცებელმა უკანა სავარძელზე ოთხი წლის ბიჭი აღმოაჩინა, უკან დაბრუნდა და ბავშვის მშობლებს მისი მარტო დატოვების გამო უსაყვედურა.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, დაბრუნების შემდეგ ქურდმა დედას მოსთხოვა მანქანიდან ბავშვი გადაეყვანა, შემდეგ მას პოლიციის გამოძახებით აქეთ დაემუქრა და მანქანა ისევ წაიყვანა.
როგორც დედა, კრისტალ ლერი ამბობს, მან მანქანა მაღაზიის კარებთან გააჩერა, კარები არ დაკეტა, შვილი შიგნით დატოვა, თვითონ კი ხორცის და რძის საყიდლად გადავიდა.
„ბავშვისგან 4 მეტრში ვიყავი, უბრალოდ მაღაზიის მინის კარს მიღმა“, – ამბობს დედა.
თუმცა როცა შებრუნდა, ქურდმა დრო იხელთა და მანქანა გაიტაცა.
სამართალდამცველებმა მანქანა გატაცების ადგილიდან 12 კილომეტრში იპოვეს.