ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ფოტო) “მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები!” – რა განცხადებას ავრცელებს მოქალაქე სოციალურ ქსელში

მოქალაქე, ლადო პიტავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც გოგებაშვილის ქუჩაზე ტროტუარის მოწესრიგებასთან დაკავშრებით წერს.

როგორც მოქალაქე თავისივე პოსტში ამბობს, სოციალურ ქსელში ტროტუარის მოწესრიგებასთან დაკავშრებით  არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და დასძენს, რომ აღნიშნული თბილის მერიას არ გაუკეთებია.

“მეგობრებო, აი ასეთი ამბავია: ერთი კვირა იქნება გოგებაშვილის ქუჩაზე ჩვენი რესტორნის წინ ტროტუარი მოვაწესრიგეთ, გავალამაზეთ და დავდგით სკამები, რომელშიც მცენარეების ქოთნებია ჩამონტაჟებული. მოგეხსენებათ, გოგებაშვილზე რამხელა პრობლემაა ტროტუარზე გაჩერებული მანქანები და ვიფიქრეთ ამით ჩვენც პატარა წვლილს შევიტანდით იქაურობის კეთილმოწყობაში.

დღეს გავიღვიძე და ჰოი საოცრებავ, მთელს ფეისბუქსივრცეში ჩვენი სკამებია გამოფენილი, როგორც მერიის ნამოქმედარი, ხოლო ქოთნები ნაგვის ურნებადაა გასაღებული.. საქმე იმაშია, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის ოჯახური ტრაგედიის გამო, ქოთნებში მცენარეების ჩარგვა ვერ მოვასწარით და ამ დღეებში ვაპირებდით მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში ხომ განსაკუთრებული სისხარტით ამოვავსებთ ხოლმე ყველა ღრიჭოს, ორმოსა თუ ჩაღრმავებას და სანამ მცენარეები დავრგეთ, ჩვენი ქოთნებიც საყოფაცხოვრებო ნაგვით დაგვხვდა სავსე. ეს ხომ თავისთავად მშვენიერი, მაგრამ აი მთელი დღეა ათასობით ადამიანი უყურებს ფოტოებს და განიხილავს რაში დასჭირდა მერიას სკამებში ურნების ჩამონტაჟება…

რა კომენტარი უნდა გააკეთო არც ვიცი… მაგრამ კიდევ ერთხელ მათთვის ვისაც დანახულის და წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს: მერია არაფერ შუაშია! ეს ქოთნებია და არა ურნები! ყველგან, სადაც ჩაღრმავებულ ადგილს დაინახავთ ნაგავი არ უნდა ჩაყაროთ!” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, მოქალაქე აღნიშნულ “ფეისბუქ” მიმართვასთან ერთად ორ ფოტოსურათსაც აქვეყნებს.

იტვირთბა....