ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლანჩხუთში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მატარებელი ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....