ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზოოპარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს დახმარების თხოვნით მიმართავს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მოქაალქეებს დახმარების თხოვნით მიმართავს.

ადმინისტრაცია მოქაალქეებს სთხოვს, ზოოპარკში ცხოველებისთვის ჩიჩილაკები მიიტანონ.

„ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი, ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა – ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში“, – ვკითხულობთ ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

იტვირთბა....