ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიბლია გვასწავლის, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს”- მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის განცხადებით, ეპიდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის ვაქცინაცია იყო.

მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია და ამაზე თავად ბიბლიაც გვასწავლის.

„ჩვენ ყველას გვახსოვს მოზრდილ ასაკში, რომ სკოლაში, საბავშვო ბაღში ყველგან გვცრიდნენ და ეს იყო არა შემთხვევით, არამედ წინა, ძალიან მკაცრი პანდემიებით გამოწვეული. მე მინდა გითხრათ, რომ საუკუნეების გამოცდილებით, ყველაზე ეფექტური საშუალება არის ვაქცინაცია, ამაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტება…”-ანაცხადა მეუფემ.

მისი თქმით, ვაქცინაცია რელიგიური ცხოვრებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.

“რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთის ერთ- ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ადრე საერო ცხოვრების დროს ამერიკის კოსმოსურ სააგენტო „ნასაში“ მოღვაწეობდა, არის პროფესიით გამორჩეული ექიმი და პროფესორი, თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ ელადის წმინდა სინოდმა დაავალა, შეესწავლა, რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ადამიანის რელიგიური ცხოვრებისთვის და ის ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთო, რომ არანაირი საფრთხე ამ ვაქცინაში რელიგიის კუთხით არ არსებობსო. მე მინდა, რომ ეს ასე იყოს და ღვთის მადლით, ასეც იქნება“, – განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

იტვირთბა....