ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც უწყების ინფორმაციიდან ირკვევა, გოგონა, რომელმაც ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს გარდაცვლილთან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, მათ მცდარ ინფორმაციას აწვდის. პროკურატურის ცნობითვე, აღნიშნული პირი ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატიური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს, იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იტვირთბა....