საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
თეთრუაშვილს გუშინ, 18 იანვარს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია.
შეგახსენებთ, რომ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი 5 იანვარს დაუდასტურდა, რის შემდეგაც იზოლაციაში გადავიდა. დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.