ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ციტრუსები, კაკალი, თაფლი…”- პროდუქტები, რომლებსაც ექიმი ვირუსთან საბრძოლველად გირჩევთ

რეანიმატოლოგი გიგა გელენიძე ვირუსებთან ბრძოლის ერთ-ერთი გზას სწორ კვებას ასახელებს.

ექიმმა „დღის კურიერის” ეთერში საქართველოში გავრცელებულ იმ საკვებ პროდუქტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმს ვირუსთან ბროლაში დაეხმარება.

ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულებს ვირუსთან საბრძოლველად სასარგებლო პროდუქტებს ურჩევს.

„ჩვენ ძალიან ადვილად, თუნდაც კვებითი უზრუნველყოფით, ან კონკრეტული ვიტამინებით უზრუნველყოფით, შეგვიძლია გარკვეული დროის შემდეგ, მივიღოთ გაცილებით უფრო რეზისტენტული პოპულაცია ინფექციის მიმართ და ეს შეიძლება მოხდეს ელემენტარული ანტიოქსიდანტებით, ძალიან მდიდარია ჩვენი ტრადიციული კულინარია.

დავიწყებ მხოლოდ იმით, რომ სეზონი გვაქვს, ციტრუსები გვაქვს ძალიან ბევრი. ციტრუსები, კაკალი, კაკლის რიგში ჩამდგარი ნივთიერებები, თაფლი, ასევე წითელი ღვინო შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ წყაროდ, თუმცა ამას რეკომენდაციას, როგორც ანტიოქსიდანტს ვერ მივცემ, რადგან ძალიან ცოტას მივიღებთ ანტიოქსიდანტს ალკოჰოლის მიღებით“, – განაცხადა გიგა გელენიძემ.

იტვირთბა....