aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეებს დაკითხავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთის რაიონულ სასამართლოში, დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელი პროცესი მოქმეების დაკითხვით გაგრძელდება. ასევე დაიკითხება დაზარალებული ვახტანგ ახვლედიანი.

როგორც ახვლედიანის ადვოკატი, კახა წერეთელი განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ახვლედიანი იმ ჩვენებებს დაადასტურებს, რაც მანამდე სასამართლოში აქვს მიცემული.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ბრალდებას მოწმეების უმეტესობა უკვე დაკითხული ჰყავს, მხარეებს დაახლოებით, ერთ თვეში განაჩენის მოლოდინი აქვთ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ., ა.ქ.

იტვირთბა....