საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 973-ს შეადგენს.
მათივე ცნობით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.