გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მომხდრას წინ ურთიერთშელაპარაკება იძღოდა. 22 და 27 წლის მამაკაცებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულთან სტუმრად იმყოფებოდა და 27 წლის კაცმა მასპინძელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.