ჟურნალისტის, ხატია სიჭინავას განცხადებით, პარტია “ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ირაკლი კობახიძეს შეატოვა. ამის შესახებ მან “TV პირველთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
“მე როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ამას ვუყურებ, რომ ივანიშვილმა ჩამონგრეული სახელმწიფოდან გაასწრო და ქვეყანა შეატოვა კობახიძეს. მოყვება თუ არა კობახიძე ამ ნანგრევებში და ვის მოიყოლებს, ეს უკვე ცალკე საკითხია და ამასაც მალე ვიხილავთ. კობახიძე ალბათ მისი ფავორიტი იყო ოდესღაც, შესაძლოა მერე იმედები გაუცრუა და იმიტომ შეატოვა. მე მაინც მგონია კობახიძე გაწირა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო არის ჩამონგრეული. ხალხის უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება და ცოტა დრო რჩება იმისთვის რომ თავზე ჩამოენგრეთ ყველაფერი. პირველი კობახიძე იქნება ვინც გახდება ხალხის სამიზნე.
“ოცნების მომხრე თუ არის ვინმე დარჩენილი, შესაძლოა არ დამეთანხმოს, მაგრამ ეს მთავრობა ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო მთავრობა. ივანიშვილი ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკით არ შემოსულა. რადგან ადრე მე ვმუშაობდი “მეცხრე არხზე” და თანამშრომლებს ყოველთვე გვერიცხებოდა დიდი ბონუსები. ყოველთვის გვაინტერესებდა ვინ იყო ეს კაცი, რომელიც ასე ზრუნავდა ხალხზე. მე როგორც ქველმოქმედი ასე გავიცანი პირადად და ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი, რომ შემოვხაზე ბიძინა ივანიშვილის პარტია იყო ეს. ახლა ვფიქრობ ეს, იყო წინასწარ გათვლილი, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ათი იმდენი ამოიღო საკუთარი ხალხის ჯიბეებიდან” – განაცხადა სიჭინავამ.