მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება, კერძოდ, დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს. თუმცა, “ქართული ოცნება” უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებენ, რომ მოსალოდნელ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება და გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიღებს.
მოქმედ მინისტრს კი ამერიკაში საქართველოს ელჩად გზავნიან – თავად კი აღნიშნულ ინფორმაციას არ უარყოფს. ამჟამად, გიორგი ხელაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. მანამდე კი ის პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მრჩეველი იყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გიორგი ხელაშვილის მინისტრად დანიშვნა, ირაკლი კობახიძის გავლენების გაფართოების მაჩვენებელია.
ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ მაშინ, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკას ოფიციალურად ჩამოშორდა, საგარეო ფლანგზე ისეთი კადრების დაწინაურება სჭირდება, ვისთანაც მის აფელირებას ვერ მოახდენენ. მათივე თქმით, ამ გზით კი საერთაშორისო ასპარეზზე განადგურებული იმიჯის აღდგენას შეეცდება. ხოლო დავით ბაქრაძე, რომელიც ამერიკაში დიპლომატიურ უწყებას 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მას საზოგადოება, ივანიშვილის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის რანგში იხილავს. საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ზალკალიანი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს და სამუშაო ვიზიტით ახლა ესპანეთის სამეფოში იმყოფება