ახალი ამბები მთავარი ციტატა

“პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია” – რაზე საუბრობს გიორგი ვაშაძე

,,ამ სისულელეებზე და აბსურდზე საუბარი რომ მიწევს, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რას ნიშნავს მაშანტაჟებენ? რა ლაპარაკია, ან რა დამოკიდებულებაა საერთოდ. ვინმეს ჩემი შანტაჟის საშუალება, რომ ჰქონოდა, აქამდე არ დამაშანტაჟებდნენ? – სწორი ცხოვრებით მიცხოვრია, პატიოსანი ცხოვრებით მიცხოვრია და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაშანტაჟებს.  მითუმეტეს ის ადამიანები, არაერთხელ გაიყო ჩვენი გზები და თუ რამე უნდოდათ აქამდე ბერჯერ გამოიყენებდნენ. ყველა ოპოზიციურ პარტიას ვეუბნებით, რომ ზედმეტი არაფერი გამოთქვან თავიანთ პოზიციებთან დაკავშირებით.”

გიორგი ვაშაძე –  ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ცნობისთვის, “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინოს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებს. ინიციატივას, პარტია “მოქალაქეებიც” ემხრობიან. ამასთან “გირჩისა” და “მოქალაქეების” ლიდერებმა ოპოზიციურ პარტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, შეხვედრაზე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძეც მზად იყო. თუმცა დღეს, გიორგი ვაძაძემ განაცხადა, რომ “გირჩთან” და “მოქალაქეებთან” შეხვედრა ვერ შედგება. რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი ვაშაძის ან სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კომპრომატებს იყენებდნენ.

იტვირთბა....