მას შემდეგ, რაც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც ინგლისში, სოლსბერის კათედრალში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალური ქსელის არაერთმა მომხმარებელმა კულუმბეგოვი გააკრიტიკა მისი პოსტიც გამო, სადაც ექიმი წერს, რომ მსგავს ინიციატივას ის საქართველოშიც მიესალმება.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტრას.
“სავარაუდოდ, თქვენ ალბათ არ ხართ ქრისტიანი მართლმადიდებელი და რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის? იქნებ, თქვენს სალოცავებში მოგეწყოთ პირველ რიგში ე.წ „ლოკაციები“ ვაქცინაციისთვის და მერე ისაუბრეთ ქართულ ტაძრებზე“
„უდიდეს პატივს გცემთ და ვიზიარებ ყველა თქვენს მოსაზრებას, მაგრამ ეს ამბავი არ მომწონს…“
„აქ ბიძინა იმ ტაძრის ამბავს ყვება რაც ინგლისში ხდება, არ ეწევა ის ინფორმაციულ პროპაგანდას აქ…ასე რომ ნუ აღშფოთდებით და აკომენტარებთ სიძულვილის ენას … ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და გვმართებს მორჩილება(უწმინდესი თუ კურთხევას მოგვცემს შემდგომ ვიმსჯელოთ) წინასწარ რატომ ღელავთ, ქრისტე გვასწავლის სიყვარულს და აქ ვერ ვხედავ სამწუხაროდ….“
„ძალიან მაგარი პროპაგანდაა ვაქცინაციის! აქ იმდენი კლინიკაა, ჯერ შემოიტანონ, მერე გავიკეთოთ მედპერსონალმა და ხალხიც დარწმუნდება, რომ გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა. მე პირადად არ მაქვს სურვილი აუცრელობის გამო სულ სახლში ვიჯდე და ნიღბიანმა ველოდო, როდის დამემართება.“
„ეკლესიები მუდამ იყვნენ ჩართულები დაჭრილთა და სნეულთა მკურნალობაში ეპიდემიებისა თუ ომების დროს“, – წერენ სოქსელში.