ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ვაქცინის მიღებაზე ქვეყნების „პირველი მე“ დამოკიდებულება მოსახლეობას რისკის წინაშე აყენებს”- “ჯანმოს” ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეისუსი კოვიდ-19 საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით მსოფლიო „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა.

მისი თქმით, „პირველი მე” დამოკიდებულება მსოფლიოს ღარიბ და დაუცველ ადამიანებს რისკის წინაშე აყენებს და ანდემიას მხოლოდ გაახანგრძლივებს.

გებრეისუსი  ქვეყნებსა და მწარმოებლებს ვაქცინების დოზების მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფრო სამართლიანად განაწილებისკენ მოუწოდებს.

„ამან შეიძლება COVAX-ის ფარგლებში დაგეგმილი მიწოდება შეაფერხოს და შექმნას სწორედ ის სცენარი, ქაოტური ბაზრით და არაკოორდინირებული რეაქციით, რომლის თავიდან ასაცილებლადაც COVAX-ი შეიქმნა.

საბოლოო ჯამში, ეს ქმედებები პანდემიას მხოლოდ გახანგრძლივებს,” – აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

 

იტვირთბა....