ახალი ამბები მთავარი სამართალი

ყოფილმა პოლიციელმა, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალდების შესახებ დადგენილება დახია

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც პოლიცია კასპში მძევლების აყვანაზე ედავება, ბრალდება ოფიციალურად წარედგინა.

გიორგი მენაბდიშვილმა დადგენილება ბრალდების შესახებ გადახია და ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განუცხადა,

ადვოკატის ინფორმაციიტ, ბრალდებული შიმშილობს.

„გამომძიებელმა რომ მიაწოდა, შეხედა დადგენილებას და გადახია. შიმშილობს, არავითარ საკვებს არ იღებს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძების საკითხს, თუ როდის გაიმართება, არ ვიცი, საქმის მასალები ახლა უნდა გადმომეცეს“, – განაცხადა გაგოევმა.

შეგახსენებთ, 17 იანვარს  კასპში, ქვის ერთ-ერთ საამქროში 27 წლის მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მძევლების აყვანაში ბრალდებული პირი საამქროს 10%-ნი მეწილე იყო. ასევე, მედიაში არსებული ინფორმაციით, მას უთახმოება ქარხნის სხვა მესაკუუთრებთან ჰქოდა. შსს-ს ოპერატიული მუშაობის შედეგად ორი მძევლის აყვანაში ბრალდებული პირი რამდენიმე საათიანი მუშობის შემდეგ დააკავეს. მათივე ცნობით, ბრალდებული ყოფილი სამართალდამცავია.

იტვირთბა....