“ყველა მრუდი მოდის ქვემოთ, მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი – ამირან გამყრელიძე
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.