ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

შეიქმნა თუ არა კოვიდ-19 ხელოვნურად – ჯანმო ინფორმაციას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერი და კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი, პიტერ ბენ ემბარეკი აცხადებს, რომ კოვიდ-19 ხელოვნურად არ შექმნილა და ის ბუნებრივი ვირუსების რიგს მიეკუთვნება.

პიტერ ბენ ემბარეკის ინტერვიუ, რომელშიც ის კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს ჯანმო-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. პიტერ ბენ ემბარეკმა კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“გვაქვს ხელსაწყოები, რომლის მეშვეობითაც ვირუსის გენეტიკური წარმომავლობის შესწავლა შეგვიძლია და როდესაც მათი საშუალებით COVID-19-ს ვაკვირდებით, ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ის ხელოვნურად შეიქმნა. ის ბუნებრივად წარმოშობილი ვირუსია და ასეთები ჩვენს გარშემო მრავლად არიან. თუმცა, რა თქმა უნდა ვირუსის გავრცელების ამ ვერსიასაც გამოვიკვლევთ და შევისწავლით.

ვირუსის შესწავლა სამი მთავარი მიზეზის გამო არის მნიშვნელოვანი. პირველ რიგში იმიტომ, რომ თუ მისი წარმოშობის წყაროს მივაგნებთ ამით სამომავლოდ ამ ვირუსის ხელახალ გავრცელებას თავიდან ავიცილებთ. მეორე მიზეზი არის ის, რომ თუ შევძლებთ დავადგინოთ, როგორ გადავიდა ვირუსი ღამურიდან ადამიანზე მომავალ პანდემიებს თავიდან ავიცილებთ. დაბოლოს, თუ შევძლებთ ვირუსის პირველსახის აღმოჩენას, სანამ ის ადამიანზე გავრცელდებოდა, უფრო ეფექტური ვაქცინის შექმნას შევძლებთ”, – აღნიშნა მეცნიერმა.

იტვირთბა....