17 იანვარს შავ ზღვაში პალაუს დროშის ქვეშ მოძრავი სატვირთო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას „hurriyetdailynews“ თურქეთის გუბერნატორის განცხადების საფუძველზე ავრცელებს. როგორც სინან გიუნერმა თქვა, გემი, სახელად „არვინი“, ჩაიძირა ბართინის ჩრდილოეთით, ინკუმუს სანაპიროსთან.
თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამაშველო ჯგუფებმა ამ დრომდე მოახერხეს ეკიპაჟის 12 წევრიდან ექვსის გადარჩენა. ეკიპაჟის ყველა წევრი უკრაინელი იყო. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეკიპაჟის დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.