ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რამდენად ბნელი და დამპალი უნდა იყოს ქვეყანა, რომ ამ ხარისხის პოლიტიკური გმირი შვას 21-ე საუკუნეში” – ფანჯიკიძის მიმართვა

ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსო ოპოზიონერის, ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

“რამდენად ბნელი და დამპალი უნდა იყოს ქვეყანა, რომ ამ ხარისხის პოლიტიკური გმირი შვას 21-ე საუკუნეში. სინათლეში იბადებიან გმირები, რომლებიც საქმეს, იდეას ცხოვრებას წირავენ, სიცოცხლეს რომ წირავენ, ის გმირები კი, მხოლოდ და მხოლოდ უკუნეთ სიბნელეში იბადებიან (არ ვგულისხმობ ვინმეს გადარჩენისას დაღუპულ გმირებს, მაშველებს, გამვლელებს, რომლებიც გმირებად იქცნენ). და ეს ხდება ახლა, უბნელეს რუსეთში. ნავალნის თვითმფრინავი დაჯდება მალე ვნუკოვოს აეროპორტში. ამაღელვებელია. და რა პაწაწინა ჩანს პუტინი, ალბათ მხოლოდ ამ თვალის ჩაპაჭუნებადაც უღირს ჩაფრენა ნავალნის”, – წერს ფანჯიკიძე.

ცნობისათვის, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი რუსეთში ბრუნდება. ეს მისი პირველი ვიზიტია სამშობლოში, მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი ნერვული აგენტით მოწამლეს.

იტვირთბა....