ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი” – ჩხეიძე

ყოფილი პარლამენტარი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის გვერდზე და მის მიერ გაზიარებულ პოსტებზე უწმაწურ კომენტარებს წაშლის.

„მეგობრებო, ჩემი ფბ გვერდი მისაწვდომია ყველასთვის, არამეგობრებისთვისაც, და ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი ხოლმე და იმედია, არ მიწყენთ.

პ.ს. კრიტიკულ შენიშვნებს, რაც უნდა მიკერძოებული და მხოლოდ ემოციაზე დაფუძნებული იყოს, ვტოვებ, მაგრამ სასურველი კია, ამ ემოციებს არგუმენტიც მოყვეს ხოლმე… გმადლობთ ყურადღებისთვის“, – წერს ჩხეიძე.

ცნობისათვის, ნატო ჩხეიძის განაწყენება სავარაუდოდ იმ ინტერვიუს მოჰყვა, რომელშიც ყოფილი დეპუტატი ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სახე შეიცვალოს, რათა ვერავინ იცნოს. ინტერვიუდან ამ ნაწილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იტვირთბა....