კასპში, ორი ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული პირი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. – ამის შესახებ განცხადება დაკავებულის ადვოკატამა, ქეთევან გაგოევმა “ინტერპრესნიუსთან” გააკეთა.
ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ემოციურ მდგომარეობაშია და მისი უფელებების დაცვაზეც უარს აცხადებს.
„ბრალდება ჯერ არ წარედგინა, დღეს წარედგინება თუ ხვალ, ჯერ არ ვიცით, ზუსტად. რაც შეეხება ბრალის აღიარებას, დუმილის უფლება გამოიყენა და ხელი არაფერზე მოაწერა. დაცვაზე საერთოდ უარი განაცხადა, მაგრამ თუ ოჯახის წევრმა მოიწვია ადვოკატი შეთანხმებით, ამ შემთხვევაში ჩამოვცილდები, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას სავალდებულო წესით ვიცავ. მას გუშინ საღამოდან გვიან ღამემდე ვესაუბრე, ძალიან აღელვებული იყო და ემოციური მდგომარეობა ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, კასპში, ქვის ერთ-ერთ საამქროში 27 წლის მამაკაცმა ორი მძევალი აიყვანა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი მძევლების აყვანაში ბრალდებული პირი საამქროს 10%-ნი მეწილე იყო. ასევე, მედიაში არსებული ინფორმაციით, მას უთახმოება ქარხნის სხვა მესაკუუთრებთან ჰქოდა. შსს-ს ოპერატიული მუშაობის შედეგად ორი მძევლის აყვანაში ბრალდებული პირი რამდენიმე საათიანი მუშობის შემდეგ დააკავეს. მათივე ცნობით, ბრალდებული ყოფილი სამართალდამცავია.