ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავგანწირვა სხვების გადასარჩენად და 63 ოპერაცია” – „სიკვდილზე გამარჯვებული“ კაპიტნის ხელის თხოვნის ისტორია

თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბექა მჭედლიშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ბექა მჭედლიშვილმა აღნიშნულ მიმართვასთან ერთად “ფაისბუქის” საკუთარ გვერდზე ივერი ბუაძისა და მისი საცოლის ფოტოს აქვეყნებს  და წერს, რომ 63 მძიმე ოპერაციის შემდეგ კვლავ ფეხზე დამდგარი საქართველოს ჯარისკაცი საცოლეს ხელს სთხოვს.

„მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, კაპიტანმა ივერი ბუაძემ, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა „სიკვდილზე გამარჯვებული“ შეარქვეს, საცოლეს რუსუდან სიმონიშვილს დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად ხელი სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

ივერი ბუაძემ სხეულის მძიმე დაზიანება ჩრდილოეთ ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას, ბაგრამის ავიაბაზის ახლოს ,თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქებისას მიიღო.

მან სწრაფად იმოქმედა, სხეულით გადაეფარა აფეთქების ძირეულ ტალღას და სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე დაზიანებების ფასად მოახერხა გარშემო მყოფთა სიცოცხლის შენარჩუნება.

ივერი ბუაძემ სამედიცინო რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი გერმანიაში, აშშ-სა და საქართველოში გაიარა.

გადატანილი 63 მძიმე ოპერაციის შემდეგ, ის ქართველ სამხედროებთან ერთად კვლავ დგას ქვეყნის სამსახურში.

ამჟამად ქართველი ოფიცერი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ტაქტიკური მომზადების ინსტრუქტორად მუშაობს“,- წერს მჭედლიშვილი.

იხ: ფოტო:

იტვირთბა....