ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამოქვეყნებული სამედიცინო კვლევების უმეტესობა ტყუილია” – ექიმი მიმართვას ავრცელებს

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ უმეტესობა გამოქვეყნებული სამედიცინო კვლევებისა არის ტყუილი.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„1979-1983 წლებში მაღალ რეიტინგულ სამედიცინო და მეცნიერულ ჟურნალებში გამოქვეყნებული 101 სტატია, რომელიც მიუთითებდა სხვადასხვა ახლად გამოკვლეული მედიკამენტებისა თუ სამედიცინო მოწყობილობების დამაიმედებელ შედეგებზე/მომავალ თერაპიული გამოყენების განაცხადზე. მომავალი 20 წლის განმავლობაში ანუ 2003 წლის ჩათვლით, 101-დან 27-მა მიაღწია კლინიკურ კვლევამდე, მხოლოდ 5 მათგანი იქნა ლიცენზირებული სამედიცინო გამოყენებისათვის და მხოლოდ 1-მა მათგანმა (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორი – ACE-inhibitors) მიაღწია საერთო კლინიკურ გამოყენებამდე.

ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ როგორი სკეპტიკურები უნდა ვიყოთ ახალი ინოვაციური სამედიცინო/მეცნიერული თემების შეფასებისას.

აქვე აღსანიშნავია, ექიმისა და მეცნიერის შეფასების სამარცხვინო კრიტერიუმი – Impact Factor და ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობა, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში უკვე მრავალი წელია დავიწყებულია და ამით არ განისაზღვრება ექიმისა და მეცნიერის პროფესიონალიზმის ხარისხი. ჩვენთან კი ამით ფასდება ექიმიც და მეცნიერიც, მაგრამ ბევრს წარმოდგენაც არ აქვს თუ რას ნიშნავს სამედიცინო მეცნიერება.

აუცილებელია, გაიმიჯნოს საექიმო და სამეცნიერო მოღვაწეობა, არ არის საჭირო ყველა ექიმს ხარისხი ჰქონდეს (PhD) და პროფესორი ერქვას მით უფრო რომ უმრავლესობა საერთოდ გაგებაში არ არის მეცნიერების საფუძვლების“, – წერს ექიმი.

იტვირთბა....