“ოპოზიციამ უნდა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი. მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობებით ისარგებლეს, დღევანდელ, ე.წ. ქართული ოცნების პარლამენტზე. აქ არის რაღაც შიშები ოპოზიციაში, რომ თითქოს ეს არის უკანონო. რა არის უკანონო? ეს იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი. ამ შიშებიდან უნდა გამოვიდეთ. ძალიან რთულია სიმამაცე და ძალიან რთულია სიმხდალე. ქართული ოცნება ცდილობს, გარკვეული წარმატებითაც, ქვეყნის გარეთ შექმნას იმიჯი, რომ ოპოზიცია არის ამრევი და თავად არიან სტაბილურობის გარანტი. პირიქით უნდა შევუტრიალოთ ეს იქეთ.”
გუბაზ სანიკიძე – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ცნობისათვის, ალტერნატიული სტრუქტურების შექმნაზე საუბარია რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომელიც გუბაზ სანიკიძის და თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ჩანაწერის მიხედვით, სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ბიძისგან იღბს ინსტრუქციას სწორედ ალტერნატიული სტრუქტურების შექმნის შესახებ.