კასპში, ორი ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული პირის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა ორი ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული პირი 27 წლის გიორგი მენაბდიშვილია.
ამასთან, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირის დედა მედიასთან საუბრობს და აცხადებს, რომ მის შვილს პრობლემები ბიზნესპარტნიორთან ჰქონდა, რომელიც მენაბდიშვილს მოკვლით ემუქრებოდა.
“ემუქრებოდნენ.. 6 თვეა ჩემი შვილი იქ მუშაცაა, ყველაფერია. ბოლოს ორი დღის წინ ვნახე. მეუბნებოდა, რომ მას ემუქრებოდნენ, ამ ფაქტს არ მალავდა, პოლიციაშიც იჩივლა” – განაცხადა ბრალდებულის დედამ “ტვ პირველთან”.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სამართალდამცავებმა კასპში, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი პირი დააკავეს. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ორი ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული პირი ყოფილი სამართალდამცავია.