ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა ქონება და შემოსავალი აქვს დეპუტატ გუგული მაღრაძეს?

საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის წლიური შემოსავალი 45 600 ლარია. მაღრაძეს საქართველოს პარლამენტი წლიურად 34 800 ლარს უხდის. როგორც მის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა (2014წ) მაღრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობისთვის წლიურად 10 800 ლარს იღებს.

პარლამენტის წევრს საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებშიც აქვს ანგარიში. TBC  ბანკში ანგარიშზე მას აქვს 20 000 აშშ დოლარი, ასევე „ქართუ ბანკში“ მაღრაძეს აქვს 10 000 ლარი.

მაღრაძის სახელზე 3 ბინაა რეგისტრირებული: ქობულეთში, ზესტაფონსა და თბილისში.

ჩვენი დაინტერესება მაღრაძის გუშინდელმა განცხადებამ გამოიწვია. მისი თქმით, გონიერმა დიასახლისმა ყოველთვის იცის როდისაა ესა თუ ის პროდუქტი იაფი.

„თუ კარგი დიასახლისია, გეტყვი, რამდენია  საჭირო: ადამიანი გავა, იმ დღეს იყიდის ხორცს, როცა იაფია, იმ ხორცს ორად გაყოფს, სუპს გააკეთებს, მერე კიდევ შეურევს სხვა რაღაცებს, მაგალითად, კარტოფილს. ამისთვის სადაღაც 20 ლარია საჭირო და შეიძლება კალორიებიც დაიცვა, სჯობს სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო და ა.შ. ამას უნდა კარგი, ჭკვიანი დიასახლისი, რომელმაც იცი, როდის გავიდეს ბაზარში. ესაა მთელი ხელოვნება“ – ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რაშიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას უწევს ცხოვრება, დეპუტატების ამგვარი განცხადება, საზოგადოებაზე უარყოფითად ისახება. მითუმეტეს მაშინ, როცა მმართველი კოალიციის ლიდერები ხშირად „ანებივრებენ“ მოსახლეობას მსგავსი განცხადებებით.

მარიამ ვარადაშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....