ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი” – გუბაზ სანიკიძე

“მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობებით ისარგებლეს, დღევანდელ, ე.წ. ქართული ოცნების პარლამენტზე,” – ეს განცხადება “ნაცმოძრაობის” წევრმა, გუბაზ სანიკიძემ მედიასთან დღეს გააკეთა.

ამასთან, როგორც სანიკიძე განმარტავს, ოპოზიციურ პარტიებს წინ დიდი გამოცდა ელის.

„ბოიკოტი არის პრინციპული საკითხი, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ერთობას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის. მე ვისურვებდი, რომ მოთმინება ისწვალონ პოლიტკოსებმა.

ოპოზიციამ უნდა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი. მე მიმაჩნია, რომ უნდა შევქმნათ პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობებით ისარგებლეს, დღევანდელ, ე.წ. ქართული ოცნების პარლამენტზე.

აქ არის რაღაც შიშები ოპოზიციაში, რომ თითქოს ეს არის უკანონო. რა არის უკანონო? ეს იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი. ამ შიშებიდან უნდა გამოვიდეთ. ძალიან რთულია სიმამაცე და ძალიან რთულია სიმხდალე.

ქართული ოცნება ცდილობს, გარკვეული წარმატებითაც, ქვეყნის გარეთ შექმნას იმიჯი, რომ ოპოზიცია არის ამრევი და თავად არიან სტაბილურობის გარანტი. პირიქით უნდა შევუტრიალოთ ეს იქეთ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

იტვირთბა....