ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე კი არ გასცემს რეკომენდაციებს შეზღუდვებზე, არამედ ხელისუფლება ავალებს მათ, რომ…” – რა განცხადებას ავრცელებს ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში საქართველოში დაწესებული ლოქდაუნის შესახებ მიმართვას ავრცელებს.

როგორც გამზარდია თავის პოსტში დასძენს, შეზღუდვებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე კი არ გასცემს, არამედ ხელისუფლება მათ ავალებს ხელოვნურად ამართლონ სახელისუფლებო გადაწყვეტილებები.

“დღითიდღე უფრო და უფრო მეტი მედიკოსი აცხადებს საქართველოში, რომ ლოქდაუნი არასწორია და რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას როგორც სკოლებისა და სასწავლო დაწესებულებებში, ასევე ტრანსპორტსა და გაყიდვების მიმართულებით.

თუ კი წინა ხანებში ხელისუფლება აცხადებდა, რომ მედიკოსების რეკომენდაციებს ეფუძნებოდა გადაწყვეტილებები, ახლა ეს რეკომენდაციებიც გამოეცალა ხელიდან, გარდა სახელისუფლებო მედიკოსებისა, როგორიცაა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე. აქ უფრო ის აზრი ჩნდება, რომ ეს სამეული კი არ გასცემს რეკომენდაციებს, არამედ ხელისუფლება მათ ავალებს ხელოვნურად ამართლონ სახელისუფლებო გადაწყვეტილებები.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, წინასაახალწლო ბაჭრობა გაზრდიდა ინფიცირების მაჩვენებელს მკვეთრად, არც ეს მოხდა და ეს არგუმენტიც გამოეცალა ხელიდან ხელისუფლებას.

დღეისთვის არ არსებობს არანაირი არგუმენტი საიმისოდ რომ შეზღუდვები გაგრძელდეს (პირადად ჩემთვის, ეს არგუმენტები არც აქამდე არსებობდა, მაგრამ “სახელისუფლებო ლოგიკის” ფარგლებშიც კი).
სასწრაფოდ უნდა მოიხსნას შეზღუდვები მინიმუმ საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე, დაწყებით კლასებსა და მაღაზიებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ პირობებს. და სწრაფი თანმიმდევრულობით უნდა მოიხსნას აკრძალვები ყველა სხვა დანარჩენზეც. ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ქცევის კონტროლი, როგორიცაა დისტანცირება, თუნდაც პირბადე, სავაჭრო დაწესებულებებში ადამიანთა რაოდენობდა და ა.შ. მაგრამ სასწრაფოდ უნდა მოხსნას შეზღუდვები. თავად სახელისუფლებო “ლოგიკაც” კი აღარ აძლევს ლოქდაუნის გაგრძელების სივრცეს.” – წერს გამზარდია.

იტვირთბა....