ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“თქვე მამაცხონებულებო თუ ამ დონის ფაქტორი ვარ ქვეყნისთვის, რომ ერთი ბწკარედიც წივილ-კივილს იწვევს, მაშინ ვინ ჯანდაბას აძლევთ ხმას არჩევნებში” – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტ, ბუკნარში მუსლიმთა და ქრისტიან მოქალაქებს შორის დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

“მეტრონომი” შალვა ნათელაშვილის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემმა პოსტმა ბუკნარში განვითარებულ მოვლენებზე ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია ორივე რელიგიური მიმდინარეობის სპიკერებში, რომ გულში გავიფიქრე…თქვე მამაცხონებულებო თუ ამ დონის ფაქტორი ვარ ქვეყნისთვის, რომ ერთი ბწკარედიც კი ასეთ გაცხოველებულ წივილ-კივილს იწვევს მაშინ ვიღა ჯანდაბას აძლევთ ხმებს არჩევნების დღეს. მთავარი კი აღნიშნული მოვლენებიდან ერთია…მორიგი ეროვნული სირცხვილი.

ქართველები შესარიგებელნი გახდნენ ერთმანეთში. ამის შემდგომ ვინ გინდა დააჯერო მთელ მსოფლიოში, რომ აფსუებთან და ოსებთან პრობლემა არ გვქონია ურთიერთობის და ყველაფერი თურმე. რუსეთის ბრალია. ვაი შაგრენის ტყავიცით დალეულო საქართველოვ.” – წერს ნათელაშვილი.

იტვირთბა....