“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილისა და პოლიტიკური საბჭოს წევრის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, მას პარტიული თანამდებობის შესახებ შეთავაზება ირაკლი კობახიძისგან მიიღო.
როგორც მაღლაფერიძე აცხადებს, აღნიშნული შეთავაზება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტოროის პოსტიდან წასვლის შემდეგ მიიღო.
“ძალიან საინტერესო გუნდია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს იმ გამოწვევებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას. თავმჯდომარის მოადგილის პირველი ფუნქცია არის თავმჯდომარისთვის მართვაში ხელის შეწყობა. როცა შემოთავაზება მივიღე და საუბარი იყო ამის შესახებ, ეს საინტერესოდ მეჩვენა, მითუმეტეს, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. ტელევიზიიდან წავედი ივლისსა თუ აგვისტოში. ქართველები ასე არ ვგეგმავთ, კარგია, რომ ვგეგმავდეთ. ეს ამასთან არ იყო კავშირში.