ცნობილმა იუთუბერმა, ამიკო ზარქუამ გადაწყვიტა, შეემოწმებინა საზოგადოებისა და სამართალდამცველების რეაგირება ძალადობაზე.
ამ მიზნით, მან ქუჩაში ადამიანის გატაცებისა და მასზე ძალადობის ინსცენირება გაითამაშა და ვიდეოზე გადაიღო.
იუთუბერი მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს თან ურთავს წარწერას, სადაც ის მადლობას უხდის, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და საპატრულო პოლიციაში დარეკეს.
„ყურადღება! ვიდეოს მიზანი იყო ის რომ გაგვერკვია როგორია ადამიანების რეაქცია დღეს დღეისობით ადამიანები ქუჩაში ძალადობაზე , მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დარეკა საპატრულო პოლიციაში , ასევე მადლობა იმ პოლიციელებს რომლებმაც დროულად მოახდინეს რეგირება და მიიღეს შესაბამისი ზომები , მადლობა თქვენ რომ მიყურებთ და მადლობა ჩემს გადამღებ გუნდს რომ ესე მეხმარებიან“, – წერს იუთუბერი ვიდეოს აღწერაში.
იხ: ვიდეო: