სამართალდამცავებმა „ექსპო-ჯორჯიასთან“ შეკრებილი აქციის რამდენიმე მონაწილებიი დაკაავეს.
პოლიციისა და აქციის მონაწილებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სამტრედიის ქუჩის გადაკეტვა კიდევ ერთხელ სცადეს.
ასევე, პოლიციამ აქციაზე შეკრებილ აქტივისტებს ბანერების გაშლის უფლება არ მისცეს, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი სამტრედიის ქუჩაზე, ასფალტზე დააფინეს.
ხოლო ბანერზე გაკეთებულია წარწერა: – „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“. აქციის მონაწილეები ბანერზე სხედან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ექსპო ჯორჯიასთან, სადაც დღეს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყრილობა უნდა გაიმართოს აქცია მიმდინარეობს.