ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ქართული ოცნება” ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დღეს ყრილობას გამართავს.

ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობის არჩევა იგეგმება.

როგორც ცნობილია პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.

პოლიტიკურმა საბჭომ უკვე დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია.

ამასთან, დღევანდელ ყრილობაზე აირჩევს პარტიის აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს. როგრორც პარტიაში აღნიშნავენ,  გენერალური მდივანი კვლავ კახა კალაძე იქნება, ხოლო აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით არ დასახელებულა.

ასევე, როგორც გუშინ გახდა ცნობილი, დღევანდელ ყრილობას პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა 14:00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და პანდემიიდან გამომდინარე, მთელი ქვეყნიდან მხოლოდ 400-მდე დელეგატი დაესწრება.

იტვირთბა....