“იცით, რატომ უჭირს ქართულ პოლიტიკას? იმიტომ, რომ პარტიების თავმჯდომარეები სერიოზული სახით ლაპარაკობენ იმის შესახებ, ვინ იქნება ანდა ვინ უნდა იყოს (არ იყოს!) სხვა პარტიის თავმჯდომარე! აი, რა თქვენი საქმეა, ვინ გეკითხებათ?! იცით, რატომ უჭირს ქართულ ჟურნალისტიკას?
იმიტომ, რომ ქართველი ჟურნალისტები პარტიების თავმჯდომარეებს სერიოზული სახით ეკითხებიან იმის შესახებ, ვინ იქნება ანდა ვინ უნდა იყოს (არ იყოს!) სხვა პარტიის თავმჯდომარე!აი, რა შუაში არიან, რას ეკითხებით?!”
ბიძნა მძინარიშვილი – ჟურნალისტი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.